პარლამენტი საქმიანობას დღეს ოფიციალურად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაასრულებს, თუმცა, მომავალ კვირას მუშაობა რიგგარეშე ფორმატში გაგრძელდება.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების ჩატარების მიზნით, მიმართავს.
სავარაუდოდ, მომავალ კვირას, 25 დეკემებრს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, ხოლო მეორე რიგგარეშე სხდომა 28 დეკემბერს.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. ხოლო, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნება.