BBC-ის ინფორმაციით, ეკონომიკურმა კრიზისმა, უმუშევრობამ და გადასახადების ზრდამ, შესაძლებელია ესპანეთში ახალი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს.
კრიზისი ფონზე ესპანეთში ძალებს და პოპულარობას იკრებენ ულტრამემარჯვნენე პარტიები, ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ იმ ახალგაზრდებში, ვინც უმუშევარია და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს იმაში, რომ ხვალ ან ზეგ სამუშაოს იშოვის.
ვალენსიელი მოკრივე სენტო მარტინესი, ვარჯიშისგან თავისუფალ დროს, ვალენსიელ ახალგაზრდებს ავარჯიშებს. „ჩვენ არ გვინდა, რომ ახალგაზრდები ქუჩებში უსაქმოდ იყვნენ და ნარკოტიკებს მიეძალონ. ამიტომაც გადავწყვიტეთ მათ ინტენსიური ვარჯიში დაეწყოთ“,-აცხადებს მოკრივე.
სენტო მარტინესი ულტრამემარჯვენე პარტიის „ესპანეთი 2000“-ის აქტივისტია, რომელიც მალე ესპანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ასეთი საშიში პოლიტიკური სიტუაცია ესპანეთში 30-იან და 50-იან წლებში, ფრანკოს რეჟიმის პერიოდში გახლდათ, როდესაც რადიკალიზაციამ და უმუშევრობამ ესპანეთი მაშინდელ პოლიტიკურ პროცესებამდე მიიყვანა.
პარტია „ესპანეთი 2000“-ის ლიდერის იურისტ ხოსე ლუის რობერტოს განცხადებით, თუ ესპანელმა პოლიტიკოსებამ ქვეყანა ასეთი ცხოვრებით წაიყვანეს, როდესაც ბავშვები შიმშილობენ, ახალგაზრდება სამუშაო არ აქვთ და მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით, ულტრამემარჯვენეები აჯანყებას მოაწყობენ.