საპარლამენტო უმცირესობის რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხომაზე შევიდა, სადაც ის უმცირესობის რიგების დატოვებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გოჩა ენუქიძის გადაწყვეტილება პრეცენდენტი არ არის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები 26 ოქტომბრიდან, მერვე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, შვიდმა დეპუტატმა უკვე დატოვა, რომელთაგან 6-მა კანონმდებელმა ფრაქცია შექმნა.