უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის პატიების მიზნით „ამნისტიის მსგავს" პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივაზე დავით უსუფაშვილი მუშაობს, თუმცა ის დანაშაულის „წინასწარ პატიებას" მინისტრებისა და პარლამენტარების დონეზე არ ითვალისწინებს.
„გამოსავალი აქ არის და სხვა გზას ვერ ვხედავ. ჩვენი მხრიდან უსუფაშვილი მუშაობს, რაღაც ამნისტიის მსგავსი ახლავე შევქმნათ, რომ საჯარო მოხელეებისთვის (არა მინისტრის და არა პარლამენტარის დონეზე), რომლებმაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მოიძებნოს კანონიერი გზა, რომ წინასწარ ვაპატიოთ, ეს ვითარება ჩაცხრეს და მათაც დაკარგონ შიში და ნორმალურად იმუშაონ" - აცხადებს ივანიშვილი.