ლას-ვეგასში „მის მსოფლიოს“ საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. ულამაზესი გოგონას ტიტული 20 წლის „მის ამერიკამ“ ოლივია კულპომ მოიპოვა.
საცურაო კოსტიუმებისა და საღამო კაბების დეფილეს შემდეგ, კონკურსის ჟიურის ათივე წევრმა ხმა კულპოს მისცა.
ოლივია კულპო წარმოშობით როდ-აილენდიდანაა, გარდა იმის,რომ ძალიან ლამაზია,შესანიშნავად უკრავს ვიოლონჩელოზე და აქტიურად მონაწილეობს მკერდის კიბოს წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში.
კონკურსში მეორე ადგილი 23 წლის „მის ფილიპინებს“ჯანინ ტუგონოს ერგო, მესამე ადგილი კი ვენესუელელმა ირენ სოფია ესერ კინტერომ დაიკავა.
„მის კონგენიალურობა 2012“-ის ტიტულის მფლობელი წელს „მის გვატემალა“ ლაურა გოდო გახდა.