პარიზის ხელისუფლება უარს აცხადებს პოლონეთის ეკლესიის წინ ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებელი რომის პაპის იოანე პავლე II-ის ქანდაკების დადგმაზე.
Le Figaro-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმის,რომ პოლონეთის კათოლიკური მისია 2010 წლიდან სთხოვს პარიზის ხელისუფლებას დართოს ნება ეკლესიის წინ დადგას ქანდაკება, ხელისუფლება უარს აცხადებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად მათი უარი დასაბუთებელი გახლდათ იმ მოტივით, რომ ქანდაკება პოლონური ეკლესიის არქიტექტურას არ შეესაბამება.
პოლონეთის კათოლიკური მისიის წარმომადგენელთა განცხადებით,პარიზის მერიამ არ გაითვალისწინა ისიც კი, რომ თხოვნას პარიზის 5000 მაცხოვრებელი აწერდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ქანდაკება არ გახლავთ რომის პაპის იოანე პავლე II–ისა, რომელიც ზურაბ წერეთელმა შექნა. ერთი ქანდაკება უკვე დგას საფრანგეთის ქალაქ პლოერმელში.