დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, 2013 წლის ბოლომდე 5200 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს ავღანეთს.
ამ დროისთვის ავღანეთში 9000 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს აისაფ–ის ფარგლებში.
„სამხედროები ორ ეტაპად დაბრუნდებიან სამშობლოში: 2013 და 2014 წელს. 2013 წლის ბოლომდე ავღანეთში 5200 ბრიტანელი ჯარისკაცი დარჩება. 2014 წლისთვის კი, ბრიტანელი ჯარისკაცები თითქმის მთლიანდ დატოვებენ ქვეყანას“,-განაცხადა კემერონმა ბრიტანეთის პარლამენტშიგამოსვლისას.
2014 წლის ბოლოსთვის, ავღანეთს ალიანსის თითქმის ყველა ჯარისკაცი დატოვებს. ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცების რიცხოვნობის მიხედვით.