ბენღაზის დასკვნის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

ბენღაზის დასკვნის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

დამოუკიდებელი კომისიის მიერ დადებულმა დასკვნამ, რომელიც ბენღაზში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმასა და  ელჩის ქრისტოფერ სტივენსის და საელჩოს სამი თანამშრომლის მკვლელობის ფაქტს იძიებდა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში ერიკ ბოსველს და დეპარტმანეტის კიდევ სამ თანაშრომელს,რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, თანამდებობები დაატოვებინა.

კომისიიის დასკვნით,  პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სიკვდილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკისრება.

„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ  სახელმწიფო დეპარტმენტის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, ვერ შეასრულეს ხელმძღვანელის დაკისრებული ვალდებულება და ვერ შეძლეს ემართათ პროცესები, რომელიც დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა“,–აცხადეებს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელი, ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელი მაიკლ მალენი.

2012 წლის 11 სექტემბერს ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და საელჩოს სამი თანამშრომელი.

 

.