თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა სრულად გარემონტდება, თუმცა, კანონმდებლები დედაქალაქში დაბრუნებასა სექტემბრისთვის ვარაუდობენ.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, კონკურსის წესით, უკვე ორგანიზაცია „ვერნიცკი და კომპანია“ შეირჩა, რომელიც შენობის სარემონტო სამუშაობისა და სხდომათა დარბაზების სარეკონსტრუქციო პროექტს წარადგენს.
ამას გარდა, შენობის „ცე“ ფლიგელის საძირკვის გამაგრების მიზნით, გამოცხადებულია კონკურსი.
ძიძიგურის შეფაებით, მას შემდეგ, რაც პროექტი მომზადდება, ტენდერი იმ სამშენებლიო კომპანიის მოსაძებნად გამოცხადდება, რომელიც კონკრეტული სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.
„თუ კონსტიტუციიდან ამოვიღებთ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ მუხლს, დიდი ალბათობით სექტემბრიდან სესიები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში განახლდება“, - დასძინა კანონმდებელმა.