ამ წუთებში, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ მუხლებზე მსჯელობენ, რომელიც გუშინ, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენითვის გადადეს.
კერძოდ, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით დაამტკიცა, თუმცა, პროექტის V, VIII, XI და XVI მუხლების ფორმულირებებზე ვერ შეთანხმდნენ და ამ წუთებში, სწორედ ამ მუხლებს განიხილავენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს და კანონმდებლები სხდომას პლენარული სხდომის სტენოგრამის კითხვის თანხლებით წარმართავენ.
რაც შეეხება აღნიშნულ მუხლებს, V მუხლი იმ პატიმართა ამნისტირებას ეხება, რომლებიც სასიკვდილო შედეგით დასრულებული გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, თუმცა პროექტის თანახმად, მისი გათავისუფლებისთვის დაზარალებული მხარის უფლებამონაცვლის თანხმობაა საჭირო. ამასთან, ერთ-ერთი მუხლი თაღლითობისთვის მსჯავრდებულ პატიმართა ამნისტირებას გულისხმობს და ამ კუთხით, დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროება შემოდის. ამ საქმეში დაზარალებული მხარის თანხმობის შემოტანას უმრავლესობის რიგი წარმომადგენლები არ იზიარებენ.