თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ერთი ჯარისკაცი გაუჩინარდა.
„19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს ქართველი სამხედროს „ძიება- გადარჩენის“ ოპერაცია, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა ახორციელებს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
„ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.