შეიარაღებული ძალების სერჟანტი, ეკატერინე სამსონიძე დღეს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„1970 წელს დაბადებული ეკატერინე სამსონიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის კავშირგაბმულობის საშუალებების აღმრიცხველი იყო. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2003 წლიდან მსახურობდა. მას 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, უმწიკვლო სამსახურისთვის მე-3 ხარისხის მედლით არის დაჯილდოებული.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.