საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ივანიშვილი მოსახლეობას სიმშიდისკენ, ხოლო სამართალდამცველებს აღნიშნული ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. ოპონენტების მიმართ, აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
მივმართავ, სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.