საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12.00 საათზე დაიწყება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II უხელმძღვანელებს. სხდომის დღის წესრიგი უცნობია.
„წმ. სინოდის მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს არ არის ცნობილი" - აცხადებენ საპატრიარქოში.
სდომის მიერ მიღებული დადგენილება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმ. სინოდის პირველი სხდომა 5 ივლისს გაიმართა.