საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საკადრო ცვლილებებია.
კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძემ ქუთაისში წყალმომარაგების ახალი მენეჯერი ბექა ყანჩელი წარადგინა.
„აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქუთაისში 2013 წელს მასშტაბური სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. რაც მთელი ქუთაისის სტაბილურ უწყვეტ წყალმომარაგებას ისახავს მიზნად, ამიტომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება აქ მენეჯერი, ვინ გაუძღვება ამ სამუშაოებს. მიგვაჩნია, რომ ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ახალი მენეჯერი ყველა თავის ვალდებულებას ღირსეულად შეასრულებს" - განაცხადა გიორგი კობერიძემ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, 2013 წელი ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის თვალსაზრისით გარდატეხის წელი იქნება.