ათი არასამთავრობო ორგანიზაცია დევიზით, „ჩვენ გვინდა მშვიდ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება", მშვიდობის ხიდზე დღეს აქციას გამართავს.
„ისეთ ქვეყანაში სადაც არ ხდება დამოუკიდებელი და რეიტინგული ტელეკომპანიის ხელმძღვანელების დაკავება, იქ სადაც არ ხდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური, მორალური და ფინანსური ზეწოლა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ასევე რაიონული თვითმმართველობებისა და გამგებლების მიმართ, იქ სადაც არ აშინებენ და არ ხორციელდება მოსამართლეებზე და სასამართლოს თანამშრომლებზე ზეწოლა და დაშანტაჟება. ამ დევიზის ირგვლივ ვერთიანდებით არასამთავრობო ორგანიზაციები და ვქმნით კოალიციას ”საზოგადოებრივი ინიციატივა” რომელიც მოუწოდებს როგორც ქართველ ასევე უცხოელ დემოკრატიული პოლიტიკის მიმდევარ საზოგადოებას, ერთად დავგმოთ აღნიშნული ქმედებები და ერთად შევაჩეროთ არადემოკრატიული პროცესი საქართველოში. მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ადამიანს ვისაც არ უნდა იცხოვროს ესეთ საქართველოში. ყველამ ერთად გავუწიოთ დემოკრატიულ საზოგადოებრივ ინიციატივას მხარდაჭერა" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდება.