ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი გიორგი ყარამანაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღიქვამენ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას.
„მე არ ვიმყოფები საქართველოში და, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავბრუნდები თბილისში. მანამდე, მივმართავ „რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს - მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას" - ნათქვამია გიორგი ყარამანაშვილის განცხადებაში.