უმცირესობა დროებით საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს აცხადებს

უმცირესობა დროებით საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს აცხადებს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ქვეყანა რელურად მიადგა იმ ზღვარს, როდესაც მთავრდება დემოკრატია და რომლის იქითაც იწყება განსხვავებული აზრის ოპონენტთა განადგურება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა საგანგებო განცახდება გააკეთეს. დავით ბაქრაძის შეფასებით, დღეს საქართველოში რამდენიმე მოვლენა მოხდა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას განსაზღვრავს.

„დილიდან დაკითხვაზე იყო დაბარებული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამას მოჰყვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის აქცია, როდესაც ქართული ოცნების მხარდაჭერებმა პარტიის ოფისში შეჭრა და ანგარიშსწორება სცადეს. ამას მოჰყვა ყველაზე პოპულარული თავისუფალი ტელევიზიის, რუსთავი 2-ის დირექტორის დაკავება. ეს ყველაფერი - სასამართლოზე ზეწოლა, ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების ანგარისსწორება და  დაპატიმრებები იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რეალურად მიადგა იმ ზღვარს როდესაც მთავრდება დემოკრატია და რომლის იქითაც იწყება განსხვავებული აზრის ოპონენტთა განადგურება. სხდომა დავტოვეთ და ვიმსჯელბთ როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ  ქვეყანა სამწუხარო რეალობის წინაშეა.

„ხელისუფლება სადამსჯელო სისტემის აწყობას ცდილობს, როცა იუსტიციის მინისტრი საჯაროდ ამბობს, როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მოსამართლეებმა.  თუ დღეს ხელისუფლებას კონკრეტული პასუხი არ მივეცით, ხვალ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ერთიანი ძალისხმებით უნდა შევაჩეროთ ეს მკაცრი სადამსჯელო ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს წინაღმდეგ მოქმედებს“, - დასძინა მან.

გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველა ზღვარს გადასცდა.

„დაიწყო ფართომაშტაბიანი  შეტევა პრესაზე რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი არ აკონტროლებს, ვიბრძოლებთ ყველანაირი პოლიტიკური მშვიდობიანი მეთოდებით“, - აღნიშნა ბარამიძემ.