საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის გაფორმებაა.
როგორც ყოფილი მაღალი თანანმდებობის პირთა დაკავებებთან დაკავშირებით, გაბაშვილმა განაცხადა, უმცირესობამ პლენარული სხდომა იმის გამო დატოვა, რომ დემოკრატიის ილუზიის შექმნას არ აპირებენ.
„დღეს დიქტატურის გაფორმება ხდება. ივანიშვილის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს გაკონტროლება და განიარაღებაა. მისი მიზანია, დამოუკიდებელი მედიის მოსპობა და ნიკა გვარამიას დაკავება ცდება დემოკრატიის ისეთ სტანდარტებსაც კი, რომელშიც პოსტაბჭოთა სივრცე იყო. ასეთი რამ არავის გაუკეეთებია. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასაცილო და ყურით მოთრეულია. დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირი შეტევა ხდება, რომ პოლიტიკური მიზანი განხორციელდეს და ოპოზიცია განადგურდეს“, - აცხადებს გაბაშვილი.
ამ წუთებში, უმცირესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რის შემდეგადაც სავარაუდოდ განცხადება გაკეთდება.