გამოცემა „სინხუას“ ინფორმაციით, ჩინელ ჩინოვნიკს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით 2 წლის პატიმრობის შემდეგ დასჯიან. ეს გადაწყვეტილება ჩინურმა სასამართლომ დღეს მიიღო.
ცძიანსის პროვინციის გენერალურ მდივანს უ ჩჟიმინს ბრალად 7,5 მილიონი დოლარის ქრთამად აღება ედება. ის სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა და ბიზნესმენებისგან სხვადასხვა მომსახურეობის გაწევისთვის თანხებს იღებდა. .
ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ უ ჩჟიმინს ორი წლის შემდეგ სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა.
2011 წელს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სიკვდილით დასჯა დაუყოვნებლივ აღარ აღასრულოს და სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გადახედოს განაჩენს.