ჟურნალმა Time –მა 2012 წლის ადამიანად ბარაკ ობამა დაასახელა.გამოცემის აზრით,მან შეძლო ამერიკაში მნიშნელოვანი ცვლილერბების განხორციელება,მიიღო როგორც თეთრკანიანი, ასევე ფერადკანიანი მოსახლეობის მხარდაჭერა და ქვეყნის პრეზიდენტად მეორედიქნა არჩეული.
Time–მა მას „ახალი ამერიკის არქიტექტორიც“კი უწოდა.
2008 წელს გამოცემამ ბარაკ ობამა წლის ადამიანად პირველად დაასახელა, როდესაც ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ამავე სიაში მოხვდნენ ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი,მისი მეუღლე, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, Yahoo!–ს გენერალური დირექტორი მარისა მაიერი, Apple–ის გენერალური დირექტორი ტიმოთი კუკი,პაკისტანელი ბლოგერი მალალა იუსუფზაი,რომელიც კინაღამ თალიბების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
გამოცემის რედაქციის განმარტებით, წლის ადამიანის ტიტული შეიძლებას მიენიჭოს “პირს ან პირთაჯგუფს,რომელთაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს ახალ ამბებსა თუ ჩვენს ცხოვრებაზე,მიუხედავად იმის, ეს ზეგავლენა იქნება დადებითი თუ უარყოფითი. ტიტული აგრეთვე სიმბოლოა ყველაფერ იმის, რაც მნიშვნელოვანი მოხდა მიმდინარე წელს“.