ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავა - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, ისინი, არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ.
მათ გარდა დაკავებულები არიან, აგრეთვე, გიორგი ნესმიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკავებულების დაკითხვა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.