საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად, პლენარული სხდომა დატოვა. ოპოზიციონერები პროტესტს გამოთქვამენ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება მოხდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ესკორტს ქუთაისში ქვები დაუშინეს. ამასთან, უმცირესობა დაკითხვაზე სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელის დაბარებასაც აპროტესტებენ.
ამ წუთებში, პარლამენტში უმცირესობის წევრთა საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართება.