ნიკა გვარამია და კახა დამენია დააკავეს. ამის შესახებ სოცილაურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც წერს.
„როგორც გავიგე, კახა დამენია და ნიკა გვარამია დააკავეს“ - წერს ხაჩიძე.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგია დაანონსებული.
ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა ის, სავარაუდოდ ნიკა გვარამიას, კახა დამენიას, დევი კანდელაკისა და ალექსანდრე ხეთაგურის დაკითხვას უკავშირდება.
ოთხივე მათგანი თითქმის 7 საათია, საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი, არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 დოლარის გადარიცხვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან.