რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს კონფლიქტების მოგვარების, ასევე საქართველოსა და რუსეთის შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.
ამასთან, საუბარი ასევე რეგიონული პოლიტიკის საკითხებს შეეხო. სახელმწიფო მინისტრისა და ახალგაზრდა ჟურნალისტების შეხვედრა ე.წ. Chatham House-ის პრინციპით წარიმართა.
შეხვედრა პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" ახორციელებს. პროექტი ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას ისახავს