პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების რიტორიკის გამო ბევრი პროექტი შეჩერდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით პარლამენტი არ უნდა დარჩეს აქ, ბევრი პროექტი, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებას უკავშირდებოდა, დარჩა შეუსრულებელი. შეჩერდა პროქტი, რომელიც წყალტუბოს განვითარებას ეხებოდა - წყალტუბოში 2 ოქტომბერს გაჩერდა ძირითადად სამუშაოები. დარჩა შეუსრულებელი პროექტი, რომელიც ეხებოდა სასტუმროს აშენებას პარლამენტის წინ, გაჩერდა რამდენიმე ახალი ტურისტული ობიექტი" - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო დეცენტრალიზებული უნდა იყოს.
„პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში. ეს არის კარგი თბილისისთვის, ქუთაისისა და საქართველოსთვის" - აღნიშნა პრეზიდენტმა.