საპარლამენტო უმცირეობა აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს სასამართლოს ხელმძღვანელის საწინააღმდეგო ქმედებებს აიძულებდნენ.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გბაშვილმა განაცხადა, ამ თანაშემწის ვინაობას განგებ არ ასახელებს, თუმა, მისი წერილი იუსტიციის საბჭოს წევრებს უკვე წარედგინა.
„ამ ქალბატონს შეხვედრა მოუწყვეს, სადაც ერთ-ერთ ბინაში კარი ჩაუკეტეს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი ამ ორგანოსთან თანამშრომლობას სთხოვდა. საკითხი იმას შეეხებოდა, რომ უნდოდათ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი სისუსტეების შესახებ, ასევე არაკორპორატიული ტელეფონის ნომრები, ადგილები, სადაც შეიძლებოდა მოსასმენი აპარატების დამონტაჟება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს შანტაჟის გზით სთავაზობდნენ, ორგანოების ინფორმატორი ყოფილიყო. აღნიშნულ წერილში ბინის მისამართის, ტელეფონის ნომრებისა და სხვა ფაქტების შესახებ ზუსტი ინფორმაციებია ასახული“, - აცხადებს დეპუტატი.