ორშაბათს, 17 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლისნოემბერიში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი N4) .
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
შენიშვნა: პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მოწვეული.