17 დეკემბერს, 15 საათზე, for.ge-ს პრესკლუბში ა/ო ,,საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ და შპს ,,ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, სადაც ოფიციალური განცხადებით მოითხოვენ ფინანსური პოლიციის შესვლას სასწრაფო დახმარების ცენტრში. ასევე ისაუბრებენ სასწრაფო დახმარების ფილიალებში არსებულ პრობლემებზე და ხელმძღვანელობის მხრიდან ექიმებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.