მოსკოვში რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი, ილია იაშინი და ქსენია სობჩაკი დააკავეს.
ინფორმაცია უდალცოვისა და სობჩაკის დაკავების შესახებ პირველად „ლუბიანკაზე" შეკრებილმა არასანქცირებული მარშის მონაწილეებმა გაავრცელეს, საიდანაც ამჟამად პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია მიმდინარეობს.
უდალცოვის კითხვა, თუ რა საფუძველზე ხდებოდა მისი დაკავება, პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს.
„ლუბიანკაზე" გამოცხადებულ რუს აქტივისტებს შორის არიან ალექსეი ნავალნი, დიმიტრი ბიკოვი, ბორის ნემცოვი და ასევე დეპუტატი ილია პონომარიოვი. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამ მოწოდებებისა, ოპოზიციონერები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.