საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ჰუსეინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა თემები, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენდნენ.
აზერ ჰუსეინმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის სახელით ირაკლი ალასანია აზერბაიჯანში მიიწვია.
შეხვედრას აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეც ესწრებოდა.