ამერიკის სენატი  რუსი ჩინოვნიკების „შავი სიის“ გამოქვეყნებას ითხოვს

ამერიკის სენატი რუსი ჩინოვნიკების „შავი სიის“ გამოქვეყნებას ითხოვს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „მაგნიტსკის აქტს“ხელი მოაწერა, ამერიკის სენატი კი რუსი ჩინოვნიკების „შავი სიის“ გამოქვეყნებას  ითხოვს.

“მაგნიტსკის აქტის“ ხელმოწერის შედეგად, გაუქმდა ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ამერიკის სრულუფლებიანი სავაჭრო პარტნიორი გახდეს.

„მაგნიტსკის აქტის“ სენატის მიერ მიღებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსეთში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მკაცრ რეაგირებას გააკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის პირველმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ კი ამერიკული ხორცის შეტანა რუსულ ბაზარზე უკვე აკრძალა.

 

რუსეთის სახელმწიფო დუმა კი „მაგნტიკსის აქტის“მსგავსი პროექტის მიღებას აპირებს, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს.