მსოფლიო ლიდერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კონექტიკუტის შტატში  მომხადარი ტრაგედიის გამო

მსოფლიო ლიდერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კონექტიკუტის შტატში მომხადარი ტრაგედიის გამო

 მსოფლიო ლიდერები შეშფოთებულები არიან და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამერიკის კონექტიკუტის შტატის სენდი–ხუკის სკოლაში მომხადარო ტრაგედიის გამო.

ამერიკელ ხალხს სამძიმრის წერილი უკვე გაუგზავნეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა,ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ,ბრიტანეთის,კანადის,ავსტრალიის პრემიერმინისტრებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„გაერთიანებული სამეფოს ყველა მცხოვრები ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულებისთვის, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ახლობლებს,ყველას, ვინც დაშავდა ამ ტრაგედიის დროს“,–ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ  II-ის ბარაკ ობამასადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

 

კონექტიკუტის შტატის სენდი–ხუკის სკოლაში ორმა შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა. დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 18 სკოლის მოსწავლე. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ტრაგედიის შემდეგ,თავი მოიკლა. ის 24 წლის ადგილობრივი მცხოვრები რაიან ლანცი აღმოჩნდა. ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით,ლანცმა სახლიდან გასვლისას,ჯერ საკუთრი მამა მოკლა, დაღუპლთა შორის ლანცის დედაცაა, რომელიც ამავე სკოლაში მუშაობდა. კონექტიკუტის შტატის სამართალდამცავებმა მეორე თავდამსხმელის დაკავება სკოლის მახლობლად, ტყეში შეძლეს.