ჰოლანდიის ქალაქ დორდრეხტში ტურისტებს უჩვეულო და ძალიან საინტერესო სანახაობა ელით. რამდენიმე დღის წინ წყალში ჩაუშვეს 130 მეტრი სიგრძის და 23 მეტრი სიმაღლის ნოეს კიდობანი. მშენებელები მაქსიმალურად შეეცადნენ, ნოეს კიდობანი აღწერილობის მიხედვით დაემზადებინათ.
ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ კიდობანი, სადაც უამრავი ცხოველის ფიგურები დახვდებათ.
ნოეს კიდობანთან ტურისტთა გრძელი რიგები დგას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო დასასრულის მოლოდინშია.