საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველანაირი ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ინტენსიურად თოვს.
ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, დიდთოვლობაა გომბორის უღელტეხილზეც, სადაც დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა დასაშვებია ჯაჭვებიანი საბურავებით, ხოლო იკრძალება მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი ტრანსპორტით გადაადგილება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სუსტი თოვაა, რის გამოც, შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე არ დაწესებულა.