17 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული კიდევ 920 ჩვილი გახდება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ცნობით. ჩვილთა საყოველთაო 25-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 17 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის ბოლოს უწმინდესი ტაძარში მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 13021 ნათლული ყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან. ნათლულებს საჩუქრად ჯვრები, ნათლობის მოწმობა, სახარება და სანთლები გადაეცემათ.
24-ე ნათლობა 9 სექტემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.