რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დიალოგის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის უშუალო მითითებით გაიმართა. შეხვედრა ჟენევის გარეუბანში გაიმართა. აღვნიშნეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა, ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით, ამიტომ დასაწყისისათვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ ისეთი თემები, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენა. მოვილაპარაკეთ, რომ დიალოგი ამ ფორმატით გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე" - განაცხადა აბაშიძემ.