Agence France-Presse-ის ინფორმაციით, საფრანგეთი იძულებული გახდა, რომ რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ , თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია ჩავარდა.
პარლამენტის საბიუჯეტო პალატის კამპანიის ხელმძღვანელის დიდიე მიგოს განცხადებით,მიუხედავად იმის,რომ წელიწადში საფრანგეთში თამბაქოსგან 73 000 ადამიანი იღუპება,კამპანია მაინც ჩავარდა.
მიგოს განცხადებით, მიუხედავად იმის,რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე საფრანგეთში მოწევის აკრძალვა 2007 წლიდან არსებობს, ამას ქვეყანაში თამბაქოს გაყიდვაზე,მაინც არ უმოქმედია.
დიდიე მიგომ საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთში მწეველთა რაოდენობა 10%–ით შემცირდა,მიგოს აზრით, ეს ქვეყანაში არსებულმა მკაცრმა კანონებმა განაპირობა.