თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სიუზან რაისმა თავისი კანდიდატურა მოხსნა სახელმწიფო მდივნის შესაძლო კანდიდატთა სიიდან. ექსპერტთა ვარაუდით კი, ჰილარი კლინტონის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ,სწორედ ის მოიაზრებოდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.
ბარაკ ობამასადმი მიწერილ წერილში სიუზან რაისი აცხადებს, რომ მისმა თანამდებობაზე დანიშვნამ შესაძლოა კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ლიბიაში,ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, რესპუბლიკელებმა მკაცრად გააკრიტიკეს რაისის შეფასება.სიუზან რაისმა განაცხადა, რომ საელჩოზე თავდასხმა სტიქიური ქმედებების შედეგია,რომელიც ფილმ „ისლამის უცოდველობამ“ გამოიწვია და არა წინასწარ დაგეგმილი ტერაქტისა. რესპუბლიკელთა განცხადებით, რაისს სპეციალურად შეჰყავდა საზოგადოება შეცდომაში,რათა თეთრი სახლის შეცდომები გადაეფარა.