ევროკავშირის 2012 წლის ბოლო სამიტი ბრიუსელში სრულდება. ევროკავშირის ლიდერები და ფინანსთა მინისტრები წლის განმავლობაში გაწეულ შედეგებს აფასებენ.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ჩავლილი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ევროკავშირის მიერ საბერძნეთისთვის 34 მილიარდი ტრანშის გამოყოფა შეიძლება ჩაითვალოს, გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია შეფასება, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის მეთვალყურის როლის მინიჭების შესახებ.
„კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,მომავალი წლის დასაწყისში, ვფიქრობ, განვიხილავთ ცენტრალური ბანკის მეთვალყურეობის პრინციპებს,რათა სისტემამ გამართულად უკვე 2014 წლიდან იმუშაოს. ჩვენ ასევე შევთანხმდით ევროკავშირში ეკონომიკური პოლიტიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეც“,-აცხადებს მერკელი.
2013 წელი იოლი არ იქნება ევროპისთვის. საბერძნეთის შემდეგ, ტრანშის გამოყოფის რიგში ირლანდია და პორტუგალია დგანან, ევროპის ლიდერებს მოსალაპარაკებელი აქვთ ასევე ესპანეთის ეკონომიკის გადასარჩენადაც, რომელიც სრული კრახის წინაშე დგას.