რამდენიმე დღეში ბარაკ ობამა ამერიკის სახელმწიფო მდივნის და პენტაგონის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურებს დაასახელებს. ამერიკული მასმედია ჰილარი კლინტონის შემცვლელად გაეროში ამერიკის წარმომადგენელს სიუზან რაისს ასახელებდა, თუმცა მან უკვე განაცხადა უარი აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად.
ამერიკული მედია კლინტონის შემცველელად, მასაჩუსეტის შტატის სენატორს 69 წლის ჯონ კერისაც ასახელებს, ხშირად ისმის რესპუბლიკური პარტიის წევრის, ნებრასკის ყოფილი სენატორის ჩაკ ჰეიგელის გვარიც.
პენტაგონის უფროსად მაიკლ მორდელი ან ჯონ ბრენანი მოიაზრება, ამერიკული მედია შიდა ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ობამას ზუსტი არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ბრენანი წლების განმავლობაში ერ-რიადში რეზიდენტად მსახურობდა, ამჟამად ის ტეორიზმთან ბრძოლის საკითხებში ბარაკ ობამას თანაშემწეა.
New York Times -ის ინფორმაციით, ბარაკ ობამა დიდხანს ყოყმანობდა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რომელი აერჩია-სიუზან რაისი თუ კერი, თუმცა,“რადგან რაისმა ნებაყოფლობით განაცხადა უარი თანამდებობის დასაკავებლად, როგორც ჩანს ჯონ კერის უფრო მეტი შანსები რჩება“,- აცხადებს გამოცემა.