ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები განხორციელდა, რომლებიც თეთრი სახლის ინფორმაციით,ატომური იარაღის შექმნასთან არიან დაკავშირებულნი.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტმა და ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ხუთი ირანული კომპანიის და ხუთი ფიზიკური პირის წინააღმდეგ გამოსცა სანქცია. ისინი,ჩვენი მონაცემებით, ატომური იარაღის შექმნასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ეს კომპანიები და ადმიანები ემსახურებიან ირანის ხელისუფლებას და აწვდიან იმ მასალებს, რომლებიც ატომური იარაღის შესაქმენლი ექსპერიმენტებისთვის გახლავთ აუცილებელი. ამ პირებმა და ადამიანებმა გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს“,- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.