ტელეკომპანია "მე-9 არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ: "დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა ბექაურის წასვლასთან დაკავშირებით , არხის დატოვებას გეგმავს თანამშრომელთა ერთი ნაწილი, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი სახეები. იმის გამო, რომ არხის რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ დაიწყო და მას არ აქვს დასრულებული სახე, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება გადაცემის პროცესი, როგორი იქნება სამეთვალყურეო საბჭო და ვის გადაეცემა ტელეკომპანია სამართავად.
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას არა მარტო იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ერთად ვაშენებდით, არამედ ზოგადად ქართული მედიის მიმართაც. ასევე, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტორს, რომ პრემიერ- მინისტრმა საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა მისი ოჯახისგან მე-9 არხის გამიჯვნის გეგმა.
ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ რწმენით, რომ მე-9 არხზე შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა.
აქვე გვინდა საჯაროდ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არხის მფლობელის მხრიდან ჩვენს სარედაქციო პოლიტაკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ვინმეს მხრიდან ამის საშიშროება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღიდან დაარსებისა მუშაობს ამ არხზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ჟურნალისტური პრინციპები და სარედაქციო დამოუკიდებობა.
ველოდებით არხის რეორგანიზაციის პროცესს და ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.
აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას მე-9 არხის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შევხვდეთ და პირადადაც გავაცნოთ ჩვენი პოზიცია", - აღნიშნულია განცხადებაში,