შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დააკავეს. გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 182-ე მუხლით წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვს.
გუნავა პროკურატურაში დღეს 17:00 საათზე მივიდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი პირველად 15 ნოემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება და ასევე ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ედება. თენგიზ გუნავა დანაშაულს უარყოფს. საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა