აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა მთავრობის კანცელარიაში დღეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში არსებული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც აღნიშნულია საქართველო-აშშ-ის მიერ, თავდაცვის სფეროში გაღრმავების შესახებ იმპლემენტაციის თაობაზე.
„როცა იანვარში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფდებოდა აშშ-ში, ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ, რომ გადავიდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის გაღრმავებაზე, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ ეტაპზე დაგეგმვის, ტრეინინგების, ჯარისკაცთა მომზადების გაუმჯობესებაში, მაგრამ ეს ასევე მოიცავს შესაძლებლობას საქართველოს მიერ თავდაცვის აღჭურვილობის შეძენისა, ისეთი აღჭურვილობის, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს საზღვაო და საჰაერო სივრცის მონიტორინგის გაუმჯობესებას. ეს გახლავთ თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღმავების პირველი ნაბიჯები“, - განაცხადა რუბინმა.