სამართალდამცველებმა  კახა გეწაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა კახა გეწაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზესტაფონის რაიონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს. იგი დილიდან ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მის წინააღმდეგ იმერეთის საოლქო პროკურატურას საქმე სამი მუხლით აქვს აღძრული. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 184-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კახა გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი იყო. ორ ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ ის რაონის გამგებლად აირჩია. მისი დაკითხვა ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.