„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების აუდიო ჩაწერა და სარჩელების ელექტრონული ფორმით გაგზავნა შესაძლებელი იქნება“, აცხადებს, რომ ეს მმართლმსაჯულების მიმართ, საზოგადოებას ნდობას დაუბრუნებს და ამ მრივ, ერთ-ერთი წინგადადმული ნაბიჯი იქნება.
„ეს ინიციატივა დიდი ხნის წინ შეეძლოთ განეხორციელებინათ, მაშინ როდესაც დაახლოებით, ორი წლის წინ, დასრულდა სასამართლო დარბაზების აღჭურვა იმ ტექნიკით, რომელიც პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. აქამდე, ეს ფაქტი იმალებოდა, რადგან სასამართლოში გამჭირვალობა, თვალი და ყური არ უნდოდა მართლმსაჯულებას. კარგია, რომ ახლა მაინც, არის ამის შესაძლებლობა, რადგან ამაზე საჩივრების წერა გვიწევდა და ამ მასალებს საერთოდ არ გვაძლევდნენ“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
რაც შეეხება, სარჩელების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შესაძლებლობას, მუხაშავრიას თქმით, ეს სასამართლოსთან ურთიერთობას გაამარტივებს.