სესიაშვილი:  MAP-ზე საუბარი ნაჩქარევია

სესიაშვილი: MAP-ზე საუბარი ნაჩქარევია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ MAP-ზე საუბარი ნაჩქარევია.

როგორც ჟურნალისტებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სესიაშვილმა განუცხადა, დღევანდელმა შეხვედრამ კონკრეტული პასუხი იმ ილუზიას გასცა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, უმცირესობიდან მოდიოდა იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოს MAP-ი უნდა მიეღო.

მისი თქმით, პირდაპირი პასუხი იყო, რომ MAP-ზე საუბარი ნაჩქარევი და ნაადრევია.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა პროგრესისა და რეფორმების კუთხით. მთავარი მიმართულება არის ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის გაძლიერება. აქვე პასუხი გაეცა იმასაც, რომ ნატო-ს სამხედრო კომტეტის ვიზიტის გადადება იყო ტექნიკური პრობლემა და საქართველოსთვის რაიმე სირთულის შექმნის მცდელობა არ ყოფილა. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ნატო-სტან ინტეგრაციის პროცესი არ შეიძლება პოლიტიზაციის საგანი გახდეს“, - დასძინა კანონმდებელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.