„სახალხო დარბაზი“ გიგი უგულავას გადადგომას ითხოვს

„სახალხო დარბაზი“ გიგი უგულავას გადადგომას ითხოვს

 "სახალხო დარბაზი“ დედაქალაქის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში შესული საქმეების გამოძიების გამო და მერის მიერ, გამოძიებასთან მშვიდად თანამშრომლობისთვის, მის  გადადგომას მოითხოვენ.

ეს მოთხოვნა „სახალხო დარბაზის“ წევრებმა“ რეზო ჩხეიძემ, ავთანდილ იოსელიანმა და ლამარა გიორგაშვილმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას გაჟღერეს.

მათი განცხადებით,  საქართველოს კანონში დედაქალაქის შესახებ საერთოდ არ არის განსაზღვრული ფორსმაჟორულ ვითარებაში ვინ შეასრულებს მერის მოვალეობს ან როდის და რა წესით უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

„იმ შემთხევვაში, თუ თბილისის მერისადმი წაყენებული ბრალდებების გამოძიების პროცედურების გამო თბილისი დარჩება მერის გარეშე,  „სახალხო დარბაზი“ თავს ვალდებულად თვლის ხელი შეუწყოს დედაქალაქში პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში განვითარებას და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს,  რათა მოსალოდნელი ანარქია თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა ლამარა გიორგაშვილმა.

ასევე განცხადება გააკეთა რეზო ჩხეიძემ. მისი თქმით, გიგი უგულავა ხალხს წარმოუდგებნია, როგორც პრეზიდენტის თანამებრძოლი და მასსა და ქვეყნის პრეზიდენტსაც გადადგომისკენ მოუწოდებს.

„პრეზიდენტი და ბატონი უგულავას მოქმედებები დაახლოებით ერთნაირი იყო და ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ მგონია, რომ როდესაც ჩვენ გარკვეულად მთელ რიგ ბრალს ვდებთ პრეზიდენტს, ეს ასევე ეხება ქალაქის თავსაც“, - განაცხადა რეზო ჩხეიძემ.