ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის განცხადებით, გარკვეულ წრეებს სურთ ეგვიპტეში სტაბილურობა არ იყოს.
„ხალხის დიდი რაოდენობა ცდილობს პროტესტი გამოხატოს და ეს ძალიან კარგია, თუმცა მათზე ძალადობა არ ხორციელდება.“ნავის აყირავება“ არავის არ წაადგება, პირიქით“,–აცხადებს მურსი ჟურნალ Time–ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
მურსის განცხადებით, ეგვიპტის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც მისი ძალაუფლების გაძლიერების წინააღმდეგ გამოდის, შეუძლია მშვიდად იყოს.
„ეგვიპტეში ძალთა გადანაწილება ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ დადგინდება, რომელსაც დაჩქარებული წესით მივიღებთ. ესკი რამდენიმე თვეში მოხდება“,–აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოჰამედ მურსის მიერ მიღებულ;მა ახალმა კანონპროექტმა, რომელმაც მისი ძალაუფლება ბევრად გაზარდა, ეგვიპტის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ეგვიპტის სასამართლო აღაშფოთა. აქციები ტაჰრირის მოედანზე მეხუთე დღეა არ წყდება.